დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეთ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

25 სექტემბერი 2025, 10:45 147 ნახვა

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეთ უორდი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ელჩი საგარეო უწყებაში უკვე შევიდა, თუმცა მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში გუშინ, 24 სექტემბერს ასევე დაბარებული იყო საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი.

როგორც მან აღნიშნა, ეს იყო გერმანიასთან თანამედროვე საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა გერმანელი ელჩი სამინისტროში დაიბარეს.

როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნეს, გერმანიის ელჩს განემარტა, რომ, ვენის კონვენციის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრს აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე