უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა უნგრეთის პრეზიდენტს ტამაშ შუიოკს რწმუნებათა სიგელები გადასცა 

25 სექტემბერი 2025, 11:07 256 ნახვა

უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა უნგრეთის პრეზიდენტს ტამაშ შუიოკს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

შანდორის სასახლეში გამართული საზეიმო ცერემონიის ფარგლებში, საქართველოს ელჩსა და უნგრეთის პრეზიდენტს შორის გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე.

პრეზიდენტმა, ტამაშ შუიოკმა კვლავ დაადასტურა უნგრეთის ურყევი მხარდაჭერა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ. საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა უნგრეთის პრეზიდენტს გულთბილი მიღებისთვის.
უნგრეთის პრეზიდენტმა წარმატებული დიპლომატიური მისია უსურვა საქართველოს ელჩს.

შეხვედრის შემდეგ ელჩმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა პრეზიდენტის სასახლის სტუმართა წიგნში. ცერემონია დასრულდა გმირთა მოედანზე, სადაც საქართველოს ელჩმა გვირგვინით შეამკო უნგრელ გმირთა მემორიალი“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე