კოლუმბიაში მაშველებმა გადაარჩინეს 23 მაღაროელი, რომლებიც 48 საათზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ ოქროს მომპოვებელ რეგიონში 80 მეტრის სიღრმეზე მდებარე მაღაროში.
გადარჩენილი მაღაროელის, ჰექტორ ლოპერას თქმით, მაშველებთან კომუნიკაცია პირველივე დღეს დამყარდა, ისინი ღებულობდნენ საკვებს და ფსიქოლოგიურ დახმარებას.
კოლუმბიის ეროვნულმა სამთო სააგენტომ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობა მაღაროს მთავარ შესასვლელთან 15 მეტრის სიღრმეზე ნგრევამ გამოიწვია.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე