საქართველო პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე  

25 სექტემბერი 2025, 13:58 121 ნახვა

საქართველო პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსოფლიოს ერთ-ერთ მასშტაბურ გამოფენაზე, წარმოდგენილია როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე კერძო სექტორის 10-მდე კომპანია.

გამოფენის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შეხვედრებს მართავს საფრანგეთის წამყვან ტუროპერატორებთან და მედიის წარმომადგენლებთან, შეხვედრების მთავარი მიზანია ფრანგულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობისა და ქვეყანაში ტურისტული ნაკადების გაზრდა.

გამოფენაზე საქართველო სტენდს გაეცნო და შეხვედრებს დაესწრო საფრანგეთში საქართველოს ელჩი ირაკლი ყურაშვილი.

გამოფენაში 100-ზე მეტი ქვეყნის 1 400-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე