ელჩების დაბარება საგარეოში - შეფასებები

25 სექტემბერი 2025, 17:52 130 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეთ უორდი დაიბარეს.

ელჩს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია არც შენობაში შესვლამდე და არც უწყების დატოვების შემდეგ.

დიდი ბრიტანეთის ელჩის დაბარებასთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში გუშინ ასევე დაბარებული იყო საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი.

როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნეს, გერმანიის ელჩს განემარტა, რომ, ვენის კონვენციის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრს აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე