მთავარი არის ის, რომ დღეს ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები არის ძლიერი და ერთიანი, როგორც არასდროს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია სამართალდამცავი გუნდის ერთიანობა და ერთხმად მუშაობა.
„ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ დღეს სწორედ ასეთი გუნდია შეკრებილი. აქედან გამომდინარე, შეიძლება, ვიღაცას ჰქონდეს თავისი განზრახვა ამ მიმართულებით, მაგრამ არც ერთ ასეთ გეგმას არ უწერია განხორციელება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე