მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ვანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ინიციატივით, ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოება ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.
მასწავლებლის ეროვნული პრემია კი 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე