გერმანიიდან დეპორტირებული 48 ადამიანი

25 ოქტომბერი 2025, 12:16 151 ნახვა

გერმანიამ საქართველოში 48 ადამიანის დეპორტაცია განახორციელა, მათ შორის არის ზელიმხან ხანგოშვილის ძმა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, 23 ოქტომბერს, ბრანდენბურგის პოლიცია ქალაქ ვიუნსდორფში 2019 წლის აგვისტოში, ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახის ბინაში შევიდა და მისი ოჯახის 12 წევრი დეპორტაციის მიზნით ბერლინის აეროპორტში გადაიყვანა.
დეპორტირებულებს შორის არის ზელიმხან ხანგოშვილის ძმა, ზურაბ ხანგოშვილი. ხანგოშვილის ნათესავებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ოჯახის ადვოკატებმა დეპორტაციის შეჩერება სცადეს, თუმცა უშედეგოდ და თვითმფრინავი თბილისში მაინც გაფრინდა. პარასკევს, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, სონია კოკმა „დოიჩე ველეს“ დაუდასტურა ინფორმაცია, რომ ბერლინიდან თბილისში 48 ადამიანის დეპორტაცია განხორციელდა, თუმცა მათი ვინაობა არ დაასახელა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე