საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში კოლეჯ „ჰორიზონტს“ ეწვია, სადაც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნო. გაიმართა სატყეო მიმართულების პროგრამის პირველი კურსდამთავრებულებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიაც. კოლეჯი სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით აშენდა. სასწავლებელი 100 სტუდენტზეა გათვლილი და აღჭურვილია თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით. სამინისტროს ინფორმაციით, კოლეჯი მსურველებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს, რომელთა შორისაც არის მევენახეობა, სატყეო საქმე, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ბუღალტრული აღრიცხვა და მებაღეობა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე