UFC-ს სუპერმსუბუქი დივიზიონის მოქმედმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა მოახლოებული საჩემპიონო ბრძოლის შესახებ ისაუბრა, რომელსაც 5 ოქტომბერს ამერიკელ კორი სენდჰეგენთან გამართავს.
„კორი სენდჰეგენი ძლიერი მეტოქეა, ხშირად იცვლის პოზიციას, ფიზიკურად გამძლეა და სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. მომწონს მისი თავდაჯერებულობა და ვიცი, მძიმე შეხვედრა მელოდება, ასეთ დროს კი ყოველთვის მაქსიმუმს ვაჩვენებ. სენდჰეგენს სურს, დამანოკაუტოს, ქამარი წამართვას და კარიერაც დამიმსხვრიოს, მაგრამ ამის საშუალებას არ მივცემ. ახლა ის ჩემი მოწინააღმდეგეა და ტიტულის დათმობას არ ვაპირებ. ვგეგმავ, დარტყმებში ჩავერთო და სწორედ ამ კომპონენტზე გავაკეთო აქცენტი. მჯერა, რომ ორთაბრძოლის დიდი ნაწილი დგომში წარიმართება და ამაზე ბევრი ვიმუშავე“, – განაცხადა დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი კორი სენდჰეგენთან ბრძოლას 5 ოქტომებრს გამართავს და ტიტულის დაცვას კიდევ ერთხელ შეეცდება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე