ბათუმში საჩხერის პაოლო იაშვილის სახელობის დრამატულმა თეატრმა გასტროლზე სპექტაკლი „მეტამორფოზა“ წარადგინა. წარმოდგენა პანტონიმის ხასიათისაა, სადაც მსახიობები სიტყვების ნაცვლად ჟესტებითა და პლასტიკური მოძრაობით ლაპარაკობენ.
სპექტაკლის იდეა აღებულია ტომას ელიოტის ლექსიდან „ფუტურო კაცები“, რომელშიც აღწერილია ადამიანობის დაკარგვა და ნაცრისფერი, ერთფეროვანი მასის გამეფება, სადაც ადამიანები მხოლოდ საკუთარ „მეს“ ემსახურებიან და ცივილიზაციას შორდებიან, რადგან ირგვლივ სხვა ვერაფერს არჩევენ.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე