ილია ჭავჭავაძის პირადი ნივთების გამოფენა ბათუმში

01 ოქტომბერი 2025, 09:58 60 ნახვა

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმიდან ჩამოტანილი ექსპონატების გამოფენა გაიხსნა. წარმოდგენილია წერილებს შესანახი მაგიდა, სამელნე,  ილიას ნაქონი ჯოხ-სკამი, ხელჯოხი, ასევე გურამიშვილების საგვარეულო მუზარადი და სხვა ექსპონატები, რომელთა საშუალებით დამთვალიერებელს საშუალება აქვს უკეთ გაეცნოს ილია ჭავჭავაძის ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებსა და მის მრავალმხრივ მოღვაწეობას.  

გამოფენა  3 თვიანია და  ორ მუზეუმს შორის თანამშრომლობის ფარგლებში  იმართება, ღონისძიება ასევე  მოიცავს  ლექციათა ციკლს “საუბრები  ილიაზე“, რომელიც ხვალ და ზეგ მოსწავლეებსა და მასწავლებლებისთვის უნდა გაიმართოს, საუბარი კი შეეხება ილიას როლს ქართული სახელმწიფოებრიობის,განათლებისა და სამოქალაქო თვითშეგნების ფორმირებაში.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე