შეხვედრა ევროპის ჩემპიონ ქართველ ათლეტებთან

10 ოქტომბერი 2025, 10:14 119 ნახვა

საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძემ ქართველ ათლეტებს ევროპის ჩემპიონატზე კლასიკურ წოლჭიმში მიღწეული წარმატება მიულოცა.

მალტაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე კლასიკურ წოლჭიმში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდურ ჩათვლაში ევროპის ჩემპიონი გახდა, 18 წლამდე ჭაბუკებმა გუნდურ ასპარეზობაში პირველი ადგილი, ხოლო 23-წლამდელებმა მეორე ადგილი დაიკავეს.

69 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი სოფო კვანჭიანმა მოიპოვა, ის პირველი ევროპის ჩემპიონი ქართველი ქალია კლასიკურ წოლჭიმში. მამაკაცებში სენიორებს შორის პირველი ადგილი 59 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჯაბა სეფიაშვილმა დაიკავა და ევროპისა და მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქრო ცოტნე ბეჟაშვილმა, ვერცხლი კი ალეკო სიდანოვმა მოიპოვეს.

გენადი ოტიაშვილი 74 კილოგრამში, ლევან მთიულიშვილი 105-ში  და თორნიკე პაატაშვილს 120-ში კი ვერცხლის მედლები ერგოთ. 18 წლამდე ჭაბუკებში ჩემპიონები გიორგი წიკლაური (53 კგ), საბა გოგიჩაიშვილი (59 კგ) და გოდერძი ქარცივაძე (74 კგ) გახდნენ. საბამ  ევროპის რეკორდიც დაამყარა.

ზემძიმე წონაში ჩემპიონობა იზეიმა გიორგი ხვისტანმა, ნიკა დარჩაშვილი მესამე ადგილს დასჯერდა, თორნიკე მარტაშვილი კი ვიცე-ჩემპიონი გახდა. 23 წლამდე ახალგაზრდებში ოქრო გიორგი გელაშვილმა მოიპოვა, გიორგი მაისურაძე და ზურა ღვინიანიძე ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე