ჭაბუკთა ოქრო-ვერცხლი მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე

10 ოქტომბერი 2025, 09:44 112 ნახვა

საქართველოს 19-წლამდე მოკრივეთა ნაკრების წევრებმა ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

ოქროს მედალს 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში 16 წლის ლუკა ჩხიკვაძე დაეუფლა. აკაკი ბასარიამ კონტინენტის პირველობა 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოიგო, ხოლო ზუკა ჭოჭუა 65-ში კარიერაში მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი.

ტურნირზე ვერცხლის მედლები დავით მხეცაძემ (80კგ) და ელნურ აბდულაევმა (75 კგ) მოიპოვეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე