სანდრო მამუკელაშვილის გუნდის მორიგი გამარჯვება NBA-ში

10 ოქტომბერი 2025, 09:43 109 ნახვა

სანდრო მამუკელაშვილის გუნდმა, „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი მატჩი „საკრამენტო კინგსთან“ გამართა და 130:122 გაიმარჯვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მთავარი მწვრთნელისგან 17 წუთი მიიღო, ხოლო ამ დროში საკუთარ გუნდს 5 ქულა, 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.

„ტორონტო რეპტორსისთვის“ სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ეს მეორე გამარჯვება იყო, „დენვერთან“ შეხვედრაში მამუკელაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო და აქტივში 15 ქულა ჩაიწერა.

მომდევნო მატჩს კანადური გუნდი 11 ოქტომბერს „ბოსტონ სელტიკსთან“ ჩაატარებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე