ესპანეთი VS საქართველო 

10 ოქტომბერი 2025, 11:44 120 ნახვა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრას საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს, ესპანეთის წინააღმდეგ, ელჩეში გამართავს.

ჩვენი გუნდი მზადებას ალიკანტეში აგრძელებს. შეკრებაზე ჩატარებული მესამე ვარჯიშის შემდეგ, მოახლოებული მატჩების შესახებ ნაკრების ფეხბურთელებმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი ქოჩორაშვილმა და გიორგი მიქაუტაძემ ისაუბრეს.

დღეს საქართველოს ნაკრები მატჩისწინა ვარჯიშს ალიკანტეს რეგიონში, ალგორფაში, ლა ფინკას საწვრთნელ ბაზაზე გამართავს.

შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე