ქართველი ძალოსნები დოპინგის გამო ოთხწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს 

10 ოქტომბერი 2025, 09:48 119 ნახვა

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრები რევაზ დავითაძე, რომელიც 94 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდის და 67 კილოგრამში მოასპარეზე გურამ გიორბელიძე დოპინგის მოხმარების გამო ოთხწლიანი დისკვალიიკაციით დასაჯეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ძალოსნობის ფედერაცია ავრცელებს.

ფედერაციის ცნობით, გადაწყვეტილება გასაჩივრდება და გააგრძელებენ ბრძოლას უდანაშაულობის დასამტკიცებლად.

საქმე ეხება სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც შეცვალა ქართველი ძალოსნების რევაზ დავითაძისა და გურამ გიორბელიძის მიმართ საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი და ორივე სპორტსმენს ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია შეუფარდა.

ფედერაცია ვრცელ, ოფიციალურ განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს“, – ნათქვამია ძალოსნობის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე