ღაზაში იუნისეფმა აღადგინა გამტკნარების ქარხანა და მოსახლეობის სუფთა წყლით მომარაგება დაიწყო. იუნისეფის მხარდაჭერით პალესტინის წყალმომარაგების კომპანიამ გამტკნარების ქარხანა სამხრეთში გადაიტანა, რათა დაეცვათ იგი ომის დროს ძლიერი დაბომბვისგან.
ქარხანა ქალაქ ღაზის მოსახლეობას უზრუნველყოფს სუფთა, უსაფრთხო სასმელი წყლით.
საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, მას 1300-ზე მეტი სატვირთო მანქანა ჰყავს მზად, რათა ღაზაში აუცილებელი მარაგი, მათ შორის წყალი და სანიტარული საშუალებები შეიტანოს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე