არჩევნების შედეგები შეაჯამეს ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიაშიც. ოქმის საბოლოო მონაცემები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაეგზავნება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით ქობულეთის მერი "ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველო" კანდიდატი ირაკლი ცეცხლაძე გახდა, რომელმაც ხმათა 92,30% მიიღო.
პროპორციული სიის მონაცემებით, ქობულეთის საკრებულოში ქართულ ოცნებამ 14-მანდატი მიიღო, ლელო ძლიერი საქართველომ 1-მანდატი, რაც შეეხება გახარია საქართველოს 4% ბარიერი ვერ გადალახა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე