დეოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით გვაქვს პრინციპული პოზიცია და წითელი ხაზები, ეს საკითხი არავითარ კომპრომისს არ ექვემდებარება - პრემიერი

34 წუთის წინ 68 ნახვა

ჩვენთვის მთავარია ის, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპული პოზიცია და ჩვენ გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები, რაც დაკავშირებულია, რა თქმა უნდა, დეოკუპაციის საკითხთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რუსეთ-საქართველოს დიალოგთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დეოკუპაცია საქართველოს მთავრობისთვის წითელი ხაზია, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება.

„ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი. რა თქმა უნდა, არავითარ კომპრომისს ეს საკითხი არ ექვემდებარება. დეოკუპაცია არის წითელი ხაზი, რომლის გადახედვას, ბუნებრივია, არ ვაპირებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რუსეთის საგარეო საქეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთი არ არის მზად, საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი საქართველოს პირობებით განაახლოს. მათივე თქმით, „რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სახრეთ ოსეთის რესპუბლიკების სახელმწიფოებრიობის აღიარების გადაწყვეტილება შეუქცევადია“.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში