დღეიდან 14 დღეში ბათუმის ახლადარჩეული მერი საქმიანობას უნდა შეუდგეს. აღნიშნულ ვადებს ბათუმის 79-ე ოლქის თავმჯდომარე ზვიად სურმანიძე ასახელებს. ამასთან მისივე თქმით, დღეიდან ერთი თვის ვადაში უფლებამოსილია შეიკრიბოს ახალი საკრებულო, მანამდე კი სხდომების ჩატარება არ ეზღუდება ჯერ კიდევ მოქმედ საკრებულოს.
დღეს საოლქო კომისიამ საბოლოო ოქმები შეაჯამა რომელსაც ცესკოს გადაუგზავნის. ამის შემდეგ კი ცენტრალური საარჩევნო კომისია საბოლოო შედეგებს გამოაქვეყნებს.
არჩევნების შედეგების მიხედვით ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე გახდა 42 ათას 870 ხმით. ბათუმის 25 წევრიან საკრებულოში ოპოზიციას მხოლოდ სამი დეპუტატი ეყოლება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე