თამარ ჩერგოლეიშვილი სასამართლოში გამოიკითხა

15 ოქტომბერი 2025, 14:13 116 ნახვა

„როგორც ვერ გამოვადგები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრალდებას მოწმედ, რომ ის იყო ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი, ისე ვერ გამოვადექი ამათ'' - ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, „როგორც პოლიტიკოსი, აგრძელებს ყველას მხილებას, ვინც 4 ოქტომბრის ავანტიურაში მონაწილეობდა“.

ჩერგოლეიშვილის გამოკითხვა ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით განცხადებას უკავშირდება. პოლიტიკოსმა ეთერში განაცხადა, რომ 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები ახალაიას სახლში იგეგმებოდა და პროცესში ჩართული იყო მიხეილ სააკაშვილიც.

თეკა მურჯიკნელი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში