საოლქო-საარჩევნო კომისიებმა საბოლოო შედეგები გამოაქვეყნეს | ქედა

15 ოქტომბერი 2025, 14:18 181 ნახვა

ქედის #80 საოლქო საარჩევნო კომისიამ უბნებიდან მიღებული ოქმები შეაჯამა. ოლქში სხდომა გაიმართა, სადაც განსხვავებული პოზიცია არ დაფიქსირებულა.

საბოლოო შედეგების მიხედვით, ქედის 24 წევრიან საკრებულოს შემადგენლობაში პროპორციული წესით არჩეული 14 საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნების“ წევრი იქნება. 7, 83% -ით ერთი წევრი „ძლიერი საქართველო-ლელოს“ პარტიიდან იქნება.

ცხრავე მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვება „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მოიპოვეს.

91,1% მოიპოვა ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ოლქსა და უბნებზე საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით საჩივრები არ შესულა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში