ევროპა უნდა მოემზადოს რუსული აგრესიისთვის - სიკორსკი

16 ოქტომბერი 2025, 09:41 88 ნახვა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ევროპა მზად უნდა იყოს რუსეთის მიერ რეგიონის სიღრმეში დარტყმებისთვის.

ლონდონში, „ბირთვული ირანის წინააღმდეგ გაერთიანებული ძალების“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, სადაც უკრაინაში ჩამოგდებული ირანული დრონი შაჰედ-136 წარადგინეს, სიკორსკიმ  ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა, შეინარჩუნონ ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერის საკითხში და იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ ტომაჰავკის რაკეტებს მისცემს რუსეთის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გასაძლიერებლად.

პოლონელი დიპლომატის თქმით, ევროპის დასაცავად საჭიროა უკრაინისთვის მეტი საბრძოლო მასალის, როგორიცაა ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები, მოკლე და საშუალო რადიუსის იარაღის მიწოდება. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში