პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება, აიკრძალოს: კონკრეტული პირების მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პარტიის წევრობა და მისი ხელმძღვანელობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავება, ასევე ამ პირის მიერ პოლიტიკური პარტიის დაფინანსება, მისი პარტიულ სიაში შეყვანა ან არჩევით თანამდებობაზე კანდიდატად დასახელება.
საუბარია სარჩელზე, რომელიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე უნდა მოამზადეს.
ცვლილებები ოთხ კანონში – „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, „საარჩევნო კოდექსსა“ და „სისხლის სამართლის კოდექსში“ შევიდა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე