შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონ ძიუდოისტთან

21 ოქტომბერი 2025, 13:05 102 ნახვა

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ახალგაზრდებს შორის ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონს თორნიკე გიგაურს შეხვდა. მინისტრმა სპორტსმენს ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა.

თორნიკე გიგაურმა, რომელიც 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დროშით მოასპარეზე ძიუდოისტს, აბდულახ პარჩიევს სძლია და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.   

ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე