ხვიჩა კვარაცხელიას გოლი და საგოლე პასი ჩემპიონთა ლიგაზე

22 ოქტომბერი 2025, 09:54 132 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მესამე ტურში გერმანიაში „ლევერკუზენს“ ესტუმრა და 7:2 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა შეხვედრაში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა.

ხვიჩა კვარაცხელიას პასით მატჩის 41-ე წუთზე დეზირე დუემ გამოიჩინა თავი და ანგარიში პარიზელთა სასარგებლოდ 2:1 გახდა. ზუსტად ორ წუთში კი გოლი ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა.

კვარაცხელიასა და დუეს გარდა, რომელმაც დუბლი შეასრულა, „პარი სენ-ჟერმენის“ მხრიდან გოლები უილიან პაჩოს, ნუნუ მენდეშის, უსმან დემბელესა და ვიტინიას ანგარიშზეა. ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე ჩატარებული სამი მატჩის შემდეგ ტურნირის მოქმედ ჩემპიონს სამი გამარჯვება აქვს.

„პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო მატჩს 4 ნოემბერს საკუთარ მოედანზე მიუნხენის „ბაიერნთან“ ჩაატარებს.

გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ „მანჩესტერ სიტისთან“ საკუთარ მოედანზე 0:2 დამარცხდა.

სხვა შეხვედრები კი ასე დასრულდა: არსენალი - ატლეტიკო 4:0; კოპენჰაგენი - დორტმუნდი 2:4; ნიუკასლი - ბენფიკა 3:0; ეინდჰოვენი - ნაპოლი 6:2; როიალ უნიონი - ინტერი 0:4; ბარსელონა - ოლიმპიაკოსი 6:1; კაირატი - პაფოსი 0:0.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე