მასტერსი-საქართველოს პირველი ჩემპიონები გამოვლინდნენ

23 ოქტომბერი 2025, 09:05 102 ნახვა

"მასტერსი-საქართველო" უკვე ოფიციალური ტურნირია. 22 ოქტომბერს თბილისში, ძიუდოს აკადემიაში პირველად გაიმართა ეს შეჯიბრება და დასაბამი მისცა მის არსებობას. ტურნირის საპრიზო ფონდი 154 000 ლარია. შეჯიბრებაზე ოლიმპიური გუნდის რამდენიმე წევრიც გამოდიოდა, რასაც ტიტულოვანი ახალგაზრდებიც დაემატნენ.

წონაში 10-10 კაცი ჭიდაობდა. ზოგიერთ წონაში აღიარებულ ფავორიტებს მეორე-მესამე ნომრებმა აჯობეს. ერთი მათგანი თორნიკე გიგაურია, რომელმაც 66 კილოგრამის წონის ფინალში თემურ ნოზაძე დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გიგაური ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. 60 კილოგრამში ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი გახდა, 73-ში გიორგი ტერაშვილი, 81-ში ზაურ დვალაშვილი, 90 კილოგრამში ჩემპიონის ტიტულისთვის ერთმანეთს ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა გრიგალაშვილმა მოიგო. 100 კილოგრამში ნიკა ხარაზიშვილმა გაიმარჯვა, მძიმე წონაში კი მასტერსის ჩემპიონი ირაკლი დემეტრაშვილი გახდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე