ეროვნული ლიგის 29-ე ტური დასრულდა

23 ოქტომბერი 2025, 09:12 108 ნახვა

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 29-ე ტურის სამი მატჩი გაიმართა. ფოთში „კოლხეთთან“ 1:0 მოიგო „თელავმა“. მატჩის ბედი 72-ე წუთზე მარტინის მიერ შესრულებულმა ზუსტმა თერთმეტმეტრიანმა გადაწყვიტა.

წყალტუბოში „სამგურალმა“ თბილისის „დინამო“ 2:1 დაამარცხა. აქ ყველაფერი პირველ ტაიმში გადაწყდა, როცა ფანცულაიამ დუბლი შეასრულა და სამგურალი 2:0 დააწინაურა.

დამარცხდა ბათუმის „დინამოც“, ოღონდ საკუთარ მოედანზე „გარეჯთან“ 1:4.

ერთწუთიან მონაკვეთში დუბლი შეასრულა გალახვარიძემ, რის შემდეგაც ბათუმელებმა თამაშის შემოტრიალება ვეღარ შეძლეს და საბოლოოდ დამარცხდნენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე