აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესები

24 ოქტომბერი 2025, 10:08 100 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გვიან ღამემდე გრძელდებოდა  აქციებზე დაკავებულთა სასამართლო პროცესები. სასამართლომ  „გზის გადაკეტვისა“ და სხვა ადმინისტრაციული გადაცდომების საფუძვლით დაკავებული 17 დემონსტრანტის საქმე განიხილა და 11 დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა, ექვსი დაკავებულის პროცესი გადაიდო.

მოსამართლემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. მას 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ის სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა  აქტივისტ შაკო ბაღდოშვილს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე