ბრალის წარდგენა

24 ოქტომბერი 2025, 10:19 202 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ 250 კილოგრამი „ჰეროინის“, უკანონო შეძენის, შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის და საერთაშორისო ტრანზიტით გადაზიდვის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა საზღვარგარეთ უკანონოდ შეიძინა და შეინახა 250 კგ. ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომელიც სველი ხელსახოცების შეფუთვების შიგთავსში მოათავსა და „წითელი ხიდის“ სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოში უკანონოდ შემოიტანა, რის შემდეგაც ტვირთი ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ ახალსოფელში საწყობში შეინახა.

დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე