სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გაიმართება

04 ნოემბერი 2025, 14:45 142 ნახვა

საპროტესტო აქციების ფონზე სერბეთის პრეზიდენტი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინადადებით გამოვიდა. ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, ამ ნაბიჯს საპროტესტო აქციების მონაწილეების მოთხოვნებისადმი პატივისცემის ნიშნად დგამს.

არჩევნების თარიღი მოგვიანებით განისაზღვრება. ქვეყნის დედაქალაქში პარლამენტის შენობასთან ანტისამთავრობო აქცია გუშინაც გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს დიანა ჰრკას – ქალს, რომლის შვილიც ნოვი სადის სარკინიგზო სადგურის სახურავის ჩამონგრევის დროს დაიღუპა. მან შიმშილობა გამოაცხადა.

ის მომხდარში პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს. ნოვი სადის რკინიგზის სადგურზე ახლად გარემონტებული ბეტონის ჭერი ერთი წლის წინ ჩამოინგრა და მოქალაქეების სიცოცხლე იმსხვერპლა.

შემთხვევის შემდეგ სერბეთში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რასაც სამართალდამცველებთან შეტაკებები მოჰყვა. მოქალაქეები ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად ქვეყანაში არსებულ კორუფციასა და ნეპოტიზმს ასახელებდნენ და ქვეყნის ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ.

აქციების გამო ქვეყნის მშენებლობის მინისტრმა, გორან ვესიჩმა თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით, ის და კიდევ 12 პირი დააკავეს, თუმცა დღემდე არცერთის პასუხისგების საკითხი არ დამდგარა.

ცირა სურმანიძე
საინფორმაციოს პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე