ანტისამთავრობო აქცია ბელგრადის პარლამენტის შენობასთან

04 ნოემბერი 2025, 12:04 114 ნახვა

ბელგრადში, პარლამენტის შენობასთან ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს დიანა ჰრკას – ქალს, რომლის შვილიც ნოვი სადის სარკინიგზო სადგურის სახურავის ჩამონგრევის დროს დაიღუპა.

მან შიმშილობა გამოაცხადა. ის მომხდარში პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს. ნოვი სადის რკინიგზის სადგურზე ახლად გარემონტებული ბეტონის ჭერი ერთი წლის წინ ჩამოინგრა და მოქალაქეების სიცოცხლე იმსხვერპლა.

შემთხვევის შემდეგ სერბეთში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რასაც სამართალდამცველებთან შეტაკებები მოჰყვა.

მოქალაქეები ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად ქვეყანაში არსებულ კორუფციასა და ნეპოტიზმს ასახელებდნენ და ქვეყნის ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ. აქციების გამო ქვეყნის მშენებლობის მინისტრმა, გორან ვესიჩმა თანამდებობა დატოვა.

მოგვიანებით, ის და კიდევ 12 პირი დააკავეს, თუმცა დღემდე არცერთის პასუხისგების საკითხი არ დამდგარა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე