რომში მე-13 საუკუნის კონტის ისტორიული კოშკის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. როიტერის ინფორმაციით, დაღუპული რუმინეთის მოქალაქეა და იგი 11 საათის განმავლობაში ნანგრევების ქვეშ იმყოფებოდა. დაშავდა კიდევ ერთი მუშა, რომელიც საავადმყოფოში მალევე გადაიყვანეს.
კოლიზეუმთან ახლოს მდებარე შუა საუკუნეების კოშკის ნაწილი მისი რეკონსტრუქციის დროს ჩამოინგრა. ნგრევის გამომწვევი გარემოებების დასადგენად გამოძიება დაწყებულია.