11 ნოემბერს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით 65-ე რაუნდი გაიმართება. ქართული დელეგაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალია ხელმძღვანელობით ჟენევაში უკვე გაემგზავრა.
დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე.
პირველი დღე ტრადიციულად, თანათავმჯდომარეებთან ტექნიკურ შეხვედრებს დაეთმობა.