The Guardian - ევროკავშირი რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან მომდინარე დეზინფორმაციის საფრთხესთან საბრძოლველად ცენტრის შექმნას გეგმავს

08 ნოემბერი 2025, 19:45 115 ნახვა

ევროკავშირი რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან მომდინარე დეზინფორმაციის საფრთხესთან საბრძოლველად ცენტრის შექმნას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ცენტრი გააერთიანებს ექსპერტებს, როგორც ევროკავშირის, ასევე ბლოკში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების მასშტაბით.

თავის მხრივ, ევროკომისიის პრეზიდენტმა,  დემოკრატიული მდგრადობის ევროპული ცენტრის იდეის შესახებ სექტემბერში, ევროპარლამენტარების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. The Guardian-ის ცნობით, დოკუმენტში, რომელიც, სავარაუდოდ, 12 ნოემბერს გამოქვეყნდება, დამატებითი დეტალებია აღწერილი, მათ შორის, სად ხედავს კომისია თავის ყველაზე დიდ საფრთხეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე