საგარეო საქმეთა სამინისტრო - ბრიუსელი არ არის მზად, მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები 

19 ნოემბერი 2025, 11:13 84 ნახვა

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა ევროკავშირის გადაწყვეტილებით გადაიდო - ბრიუსელი არ არის მზად, მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები - ასეთია ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის გადადებასთან დაკავშირებით განაცხადეს საქართველოს საგარეო უწყების შეფასება.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „აღნიშნული საკითხის მორიგი სპეკულაციებისთვის გამოყენება, საფუძვლიან ეჭვს აჩენს და ქმნის აღქმას, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს არ ამოძრავებდა შეხვედრის ჩატარების გულწრფელი სურვილი“.

ასევე აღნიშნავენ, რომ ქართული მხარე კონსტრუქციული მიდგომის ერთგულია და პარტნიორებთან ურთიერთობებში დიალოგს არ აქვს ალტერნატივა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე