ამერიკის სამშვიდობო გეგმა - რუსეთის პრეზიდენტის გამოხმაურება

43 წუთის წინ 57 ნახვა

ტრამპის სამშვიდობო გეგმის ტექსტი რუსეთს უკვე გაეგზავნა და შესაძლოა სწორედ ეს გახდეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საფუძველი. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან საუბრისას განაცხადა.

ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციას უკრაინული მხარის დათანხმება ამ დრომდე არ გამოსდის და დაამატა, რომ უკრაინა და მისი მოკავშირეები ჯერ კიდევ ილუზიებში არიან და ოცნებობენ, რომ რუსეთი სტრატეგიულად დაამარცხონ ბრძოლის ველზე.

პუტინმა დაამატა, რომ თუ კიევში პრეზიდენტ ტრამპის წინადადებების განხილვა არ სურთ და ამაზე უარს ამბობენ, მაშინ მათ და ომის ევროპელ წამქეზებლებს უნდა ესმოდეთ, რომ მოვლენები, რომლებიც კუპიანსკში მოხდა, გარდაუვლად მოხდება ფრონტის სხვა საკვანძო მონაკვეთებზეც.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე