ტრამპის „სამშვიდობო გეგმას“ კონგრესმენების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა

22 ნოემბერი 2025, 13:19 82 ნახვა

ტრამპის „სამშვიდობო გეგმას“ კონგრესმენების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. სენატში რესპუბლიკელების ყოფილი ლიდერის, მიჩ მაკკონელის განცხადებით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ტრამპის გარემოცვა უფრო პუტინის ფულის მოგებას ცდილობს, ვიდრე მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას.

მაკკონელის თქმით, პუტინმა მთელი წელი დაუთმო პრეზიდენტ ტრამპის სულელად გამოყვანის მცდელობას და თუ ადმინისტრაციის წევრები უფრო მეტად ზრუნავენ პუტინის დაშოშმინებაზე, ვიდრე რეალური მშვიდობის უზრუნველყოფაზე, მაშინ პრეზიდენტს ახალი მრჩევლები სჭირდება. ასევე დაამატა, რომ რუსული ხოცვა-ჟლეტის დაჯილდოება კატასტროფა იქნება.

დემოკრატმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ დოკუმენტი უფრო მეტად „პუტინის გეგმას“ ჰგავს. შაჰინი, რომელიც ამჟამად სენატში საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეა, აცხადებს, რომ რაც ნამდვილად უნდა გააკეთოს აშშ-მა, ეს არის ზეწოლა პუტინზე, ასევე უნდა აიძულონ პუტინი დაჯდეს ნამდვილ მოლაპარაკების მაგიდასთან.

სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის ხელმძღვანელი როჯერ უიკერი აცხადებს, რომ 28 პუნქტიან გეგმას აქვს რეალური ნაკლი. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ბრაიან ფიცპატრიკმა კი ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, რათა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ კანონპროექტი კენჭისყრაზე დადგეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე