ბათუმის „დინამომ“ 13-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

26 ნოემბერი 2025, 09:30 110 ნახვა

ეროვნულ ლიგაში 34-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა, რომელთა შედეგებმაც სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა. „თელავმა“ „კავკასიონი არენაზე“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. სტუმრებიდან გოლები ნიკა კალანდარიშვილის და დმიტრი მანდრიჩენკოს ანგარიშზეა. 

მასპინძლებიდან კი თავი დავით კუტალიამ გამოიჩინა. ამ მოგებით გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა 13-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

„გაგრამ“ „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უშუალო კონკურენტს, საგარეჯოს „გარეჯს“ დამაჯერებლად 4:1 მოუგო. 34 ტურის შედეგების მიხედვით, „გაგრამ“ ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ანალოგიური ამოცანის გადასაჭრელად ბათუმელებს დარჩენილ ორ ტურში ქულა ყოფნით.

„გარეჯს“ დარჩენის თეორიული შანსი კიდევ აქვს, „თელავი“ კი დიდი ალბათობით პლეი აუტში ითამაშებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი