ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის, აჭარიდან თავისუფალ ჭიდაობაში პირველი ევროპის ვიცე ჩემპიონის კობა კაკალაძის სახელობის ღია რესპუბლიკური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში.
შეჯიბრება უმცროსი ასაკის ჭაბუკთა შორის გაიმართა და მასში საქართველოს ყველა რეგიონთან ერთად სომხეთის ხუთი გუნდი მონაწილეობდა. ჩემპიონობისთვის 380 ახალგაზრდა ფალავანი იბრძოდა.
ტურნირი ტრადიციულია და მას ბათუმმა უკვე მეათედ უმასპინძლა. ჩემპიონ პრიზიორები მედლებით, სიგელებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.
შეჯიბრება აჭარის ჭიდაობის ფედერაციისა და ბათუმის სპორტის სასახლის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა.