საერთაშორისო ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში

23 ნოემბერი 2025, 16:54 85 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის სარქის სარხაიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში.

შეჯიბრება კადეტთა და უფროსი ასაკის სპორტსმენთა შორის ჩატარდა. მასში საქართველოს წარმომადგენლებთან ერთად სპორტსმენები მონაწილეობდნენ ბულგარეთიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან. სულ ჩემპიონობისთვის 70-მდე სპორტსმენი იბრძოდა.

ასპარეზობა ვაჟთა და გოგონათა შორის როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგში გაიმართა.

გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები, რომლებიც მედლებით, თასებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში