ქართველი მორაგბის დუბლი საფრანგეთის TOP 14-ში

25 ნოემბერი 2025, 11:54 98 ნახვა

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მთავარ დივიზიონში მე-10 ტურის მატჩები გაიმართა. ქართველი მორაგბეების უმრავლესობა საქართველოს ნაკრებში იმყოფებოდა, თუმცა კლუბებში დარჩენილთაგან „სტად ფრანსეში“ წარმატებული მატჩი ჩაატარა გიორგი მელიქიძემ.

„სტად ფრანსემ“ საკუთარ მოედანზე „ტულონი“ ბონუსქულით 51:24 დაამარცხა, გიორგი მელიქიძემ კი დუბლი შეასრულა.

მიმდინარე სეზონში მელიქიძის ანგარიშზე 4 ლელოა, „სტად ფრანსე“ კი 30 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი