პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ვატიკანში დასრულებულია. ეს იყო პრემიერ-მინისტრის რანგში ირაკლი კობახიძის ვატიკანში პირველი ვიზიტი.
მთავრობის მეთაური რომის პაპს ლეო XIV-ს შეხვდა ,რომელსაც კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრად არჩევა კიდევ ერთხელ მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში ვატიკანში მისი პირველი ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებას.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე გამახვილდა ყურადღება წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანთან აუდიენციის დროს. რაც შეეხება ვიზიტს ვატიკანში, ირაკლი კობახიძის თქმით ეს ვიზიტი იყო როგორც შინაარსობრივად მნიშვნელოვანი, ასევე პოლიტიკური მიმართულებითაც.
ვატიკანში ვიზიტამდე კი მთავრობის წევრები რომში, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის კონცერტს დაესწრნენ.