საქართველო PABSEC-ის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

24 ნოემბერი 2025, 19:44 91 ნახვა

12  ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია ბულგარეთშია, მათ შორის არის საქართველო, რომელიც   დღეიდან მომდევნო 6 თვე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა იქნება.  

 რისთვის გამოიყენებს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას ჩვენი ქვეყანა-გეგმები შალვა პაპუაშვილმა ორგანიზაციის წევრებს დღეს პირადად  ასამბლეის ფორმატში გააცნო. 

მას  შემდეგ რაც საქართველომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) და ასევე, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარეობა გადაიბარა, PABSEC რიგით 66-ე გენერალური ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა შალვა პაპუაშვილი. 

როგორც მან სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, PABSEC-ის საქართველოს თავმჯდომარეობა ფოკუსირებული იქნება დაკავშირებადობის განვითარებაზე, ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობასა და საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერებაზე.  

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ისეთმა ინიციატივებმა, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და შავი ზღვის საბორნე მომსახურება, შესაძლოა გარდამტეხი როლი ითამაშონ დაკავშირებადობის სფეროში.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

კონკურსში მონაწილე კანდიდტების სია