​ქართველი კალათბურთელები მსოფლიოს შესარჩევს იწყებენ

27 ნოემბერი 2025, 09:44 133 ნახვა

დღეს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპის პირველ შეხვედრაში რომელიც თბილისში გაიმართება, უკრაინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა ქართველი გულშემატკივრების წინაშე ბოლო იქნება გიორგი შერმადინისთვის, რომელიც თითქმის 20-წლიან სანაკრებო კარიერას ასრულებს. ნაკრებში მისი ბოლო თამაში კი 30 ნოემბერს ესპანეთში შედგება. ამ მომენტისთვის შერმადინს საქართველოს ნაკრების მაისურით 200 მატჩი აქვს გამართული.

ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ ჯიკიჩმა მატჩის წინა დღეს 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. განაცხადშია თორნიკე შენგელიაც, რომელმაც გუშინ ღამით ევროლიგაში ითამაშა. მისმა „ბარსელონამ“ ფრანგული „ვილერბანი“ დაამარცხა.

ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა ასე გამოიყურება: რატი ანდრონიკაშვილი, კახა ჯინჭარაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, გიორგი ტურძილაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, თად მაკფადენი, ლუკა მაზიაშვილი და მათე ხატიაშვილი.

მომდევნო ეტაპზე ჯგუფების სამ-სამი საუკეთესო ნაკრები გავა და შეიქმნება ოთხი ექვსგუნდიანი ჯგუფი. ეი-ს სამი გუნდი ბი-ს ტოპტრიოს ეთამაშება, სი-ს სამი ნაკრები – დი-ს სამს და ასე შემდეგ. თითოეულ გუნდს პირველ ეტაპზე ნაჩვენები შედეგი მეორეზეც გადაჰყვება და ითამაშებს მხოლოდ მეორე ჯგუფის სამ წარმომადგენელთან.

საბოლოოდ, მეორე ეტაპის ექვსგუნდიანი ჯგუფებიდან მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს სამ-სამი საუკეთესო მიიღებს. მუნდიალს კი 2027 წელს კატარი უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი