დიდი ბრიტანეთის ფინანსური სანქციების ოფისმა გასცა ლიცენზია, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს, „ლუკოილის“ საერთაშორისო შვილობილ კომპანიებთან ბიზნესოპერაციები განაგრძონ.
ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, კომპანიებს „ლუკოილ ინთერნეშენალთან“ და მის შვილობილ კომპანიებთან შეეძლებათ აწარმოონ გადახდები ძველი და ახალი კონტრაქტების მიხედვით, ასევე მიიღონ და გადასცენ ეკონომიკური რესურსები. თუმცა თანხა, რომელიც „ლუკოილ ინთერნეშენალსა“ და მის შვილობილ კომპანიებს უნდა გადაეცეთ, გაყინულ ანგარიშებზე უნდა ჩაირიცხოს.
მიღებული თანხის გამოყენება შვილობილ კომპანიას მაშინ შეეძლება, როდესაც რუსეთის „ლუკოილს“ დატოვებს.
