შარშან შვედეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი მაიდნისკენ და რადიკალიზაციისკენ მოგვიწოდებდა, დღემდე არ გამიჯვნიან ამ განცხადებას - პაპუაშვილი

42 წუთის წინ 63 ნახვა

შარშან შვედეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი მაიდნისკენ და რადიკალიზაციისკენ მოგვიწოდებდა. შვედეთის ხელისუფლება დღემდე არ გამიჯვნია ამ განცხადებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ძალადობის არდაგმობა, მომავალი ძალადობის წაქეზებაა.

„გავიხსენოთ, როგორ მოუწოდებდა შარშან შვედეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი მაიდნისკენ და რადიკალიზაციისკენ.

შვედეთის ხელისუფლება დღემდე არც ამ განცხადებას გამიჯვნია, არც შარშან პარლამენტის დაწვის მცდელობა გაუკიცხავს და არც 4 ოქტომბრის შეუმდგარი ძალადობრივი დამხობის მცდელობა დაუგმია. ძალადობის არ დაგმობა, მომავალი ძალადობის წაქეზებაა“, – წერს პაპუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში