ხანძარი საბავშვო ბაღში

28 ნოემბერი 2025, 17:40 382 ნახვა

ხანძარი ხულოში - ცეცხლი სოფელ დიოკნისის საბავშვო ბაღში გაჩნდა. შემთხვევის დროს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში აღსაზრდელები იმყოფებოდნენ. შედეგად არავინ დაშავებულა.

თვითმხილველების თქმით, სახანძრო-სამაშველო სამსახური ადგილზე დროულად მივიდა და შენობის გადარჩენა შეძლო. ხანძრის შედეგად დაზიანებულია ბაღის სახურავისა და სხვენის ნაწილი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

ასმათ ტუნაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში