ადვოკატი 11-12 მარტის საქმის მოწმეებზე: სასამართლოში მოსვლამდე, ისინი გადიან სპეციალურ კურსს პროკურატურაში

12 ივნისი 2017, 00:00 3158 ნახვა

 ბათუმის 11-12 მარტის მოვლენებისას დაკავებულების საქმის ერთ-ერთი ადვოკატი, თენგიზ კახიძე ფიქრობს, რომ სასამართლო პროცესებზე დაკითხული მოწმეები, პროკურატურასთან შეთანხმებულ პოზიციებს ახმოვანებენ.

ადვოკატის განცხადებით, მათ მიერ მიცემულ ჩვენებებს შორის არავითარი განსხვავება არ არის. „ხაზგასმით და ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მოწმეები, ახმოვანებენ ერთი და იმავე პოზიციას. არავითარი განსხვავებული აზრი, დაკითხული 19 მოწმისგან არ დაფიქსირებულა. ეს ყველაფერი, ძალიან საეჭვო გარემოს ქმნის. ანუ, სასამართლოში მოსვლამდე, ისინი გადიან სპეციალურ კურსს. შეიძლება ითქვას, ათანხმებენ თავიანთ პოზიციასა და პასუხებს პროკურატურასთან“,-აცხადებს, ადვოკატი თენგიზ კახიძე.

პროკურატურის წარმომადგენელმა, დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, სასამართლოს შენობა, კომენტარის გარეშე დატოვა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი